17:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 13:48:29, 421 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი ვერ მოისყიდის მოსკოვის მექანიზმს

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“-ს ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მოსკოვის მექანიზმი ძალიან ეფექტურია.

„ამ მექანიზმის უპირატესობა ის არის, რომ ის ძალიან სწრაფი, კონკრეტული და ეფექტიანია, არ მოიცავს ხანგრძლივ დისკუსიებს ან პოლიტიკურ შეფასებებს. ის იძლევა ძალიან მკაფიო სამართლებრივ შეფასებებს და აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს.

ამ მექანიზმის დასკვნების გამოყენება საერთაშორისო ორგანოებში, რომლებიც უკვე აყენებენ პასუხისმგებლობის საკითხს, ძალიან მარტივი და მიზანმიმართულია. ძალიან კარგია, რომ ეს მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდა.

პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან იშვიათად გამოიყენება. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მექანიზმის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვა შეუძლებელია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics