17:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 12:02:32, 408 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან

ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხებოდა  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics