22:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-27 13:10:49, 546 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ბრიტანელი ჯაშუში გამოავლინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნება, რომ ბრიტანელი ჯაშუში გამოავლინეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 26 იანვარს უწყების ოფისში მიიყვანეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, კულდიპ სინგჰი. სინგჰს ბრალად ედება "უცხოურ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირი".

"აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი კავშირების გამოყენებით ის ამუშავებდა პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემდა, მიეღო მონაცემები აფხაზეთის დასახლებულ პუნქტთა, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განლაგებაზე." - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ სინგჰი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისის მიერ კონტროლირებული მხრიდან შევიდა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის უწყებამ გაავრცელა სინგჰის დაკითხვის ვიდეოც, რომელშიც ის ამბობს, რომ ლონდონის პოლიციის სადაზვერვო დანაყოფში 13 წელზე მეტი მუშაობდა, თუმცა სამსახური კორუფციის გამო დატოვა. მისივე თქმით, ამის შემდეგ, ის 10 თვის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა. 

ბრიტანელის თქმით, აფხაზეთში ის ასწავლიდან ინგლისურს და ფლობდა ბილიარდის ბიზნესს. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში "ლეგალურად ცხოვრების საბუთი" ვერ მიიღო, რადგან მის ბრიტანულ პასპორტს ვადა გაუვიდა.

მარიონეტული რეჟიმის უწყების თქმით, სინგჰი ენგურის ხიდის გავლით გააძევეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics