2014-12-21 23:23:00, 714 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ქუთაისში გადაასვენეს
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც სამშობლოში დღეს დილით 08:30 საათზე ჩამოასვენეს, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში, თავის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ.
აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები.
31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან