12:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 11:09:12, 930 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსი, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახლა ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა, როგორც ვიცით გუშინ ერთი გაეწერა, გუშინვე მოთავსდა ერთი და დღეს დაემატა ერთი. ანუ გვაქვს 29 შემთხვევა  ჩვენს ცენტრში. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები დამატებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია, ვლაპარაკობ, აი, უკვე მეორე-მესამე დღეა და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დაავადების პროგრესირებას, ალბათ, არ მოველოდებით რამდენიმე ძველ პაციენტთან, რომელთა ჩვენ საავადმყოფოში ყოფნის 12-13 დღე გასულია. უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში სიტუაცია ჯერჯერობით მართვადია. შეფასებით ნაწილში რამე ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. კლინიკაც გამოხატული არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით სიტუაცია, ალბათ, უნდა იყოს დინამიკაში დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics