03:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 13:44:41, 14837 ნახვა

High - Tech
ევროვიზია, WWDC, Apple-ს პრეზენტაცია: რა ჩაგვიშალა კორონავირუსმა

ახალი კორონავირუსი ევროპაში მძვინვარებს. ზოგ ქვეყანაში ინფიცირების რისკის ყველაზე მაღალ მანიშნებელზეა ასული-იკეტება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, სუპერმარკეტებში საკვების დეფიციტია, უკვე გაუქმდა რამდენიმე საფეხბურთო მატჩი, სკოლები, უნივერსიტეტები. კვლევითი ინსტიტუტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეპიდემიის გამო ისეთი მასშტანბის ღონისძიებები, როგორებიცაა ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" და კომპანია "ეფლის" კვარტალური ახალი პროდუქტების პრეზენტაცია შესაძლოა გააუქმონ. 

ამის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლიერებს, რომ კორონავირუსმა ამ მასშტაბის ღონისძიება უკვე ჩაშალა - საუბარია WWDC Barcelona 2020-ის გაუქმებაზე, რომელზეც ყოველწლიურად ახალი ტექნოლოგიების და გაჯეტების პრეზენტაცია ბარსელონაში იმართებოდა, ამ წელს მაღალი რისკის გამო გაუქმდა. 

"ეფლის" შემთხვევაში პრეზენტაციის გაუქმება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან სანტა-კლარას რეგიონის ხელისუფლებამ კომპანიებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია , რომ კომპანიამ უნდა გააუქმოს დაგეგმილი ღონისძიებები. შტატის  ხელისუფლება "ეფლისგან" დაბეჯითებით მოითხოვს არ გაათავისუფლონ თანამშროლები იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურში სიარული არ სურთ და მათი საქმიანობა დისტანციურად შეიძლება შესრულდეს. 
"ეფლის" ახალ მოწყობილობებს სავარაუდოდ ან ონლაინ ტრანსლაციით, ან პირდაპირ საიტზე ვიხილავთ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics