15:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:50:20, 1117 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთის პრემიერი კორუფციაშია ეჭვმიტანილი

რუმინეთის პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ პონტას კორუფციის მუხლით წაუყენა ბრალი.

პონტას ბრალი თაღლითობაში, გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ფულის უკანონოდ მითვისებაში ედება. პონტა ასევე ეჭვმიტანილია ქრთამის სახით პოლიტიკური მოკავშირისაგან 55 ათასი ევროს აღებაში.

პრემიერ მინისტრის ქონება გამოძიების დასრულებამდე დაყადაღებულია.

პონტა ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. მან სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა კვირას დატოვა, მაგრამ განაცხადა, რომ გააგრძელებს პრემიერ მინისტრის პოტზე საქმიანობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics