2015-01-19 11:31:37, 495 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა მამა ილია კარტოზია „სამოქალაქო თავდადებისთვის" დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან