|
2018-01-24 22:09:06, 3420 ნახვა
სპეციალური ანონსი
25 იანვრის ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. N7 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში ფრაქციის წევრები ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, თემურ ბოლოთაშვილთან შეხვედრას გამართავენ. 11:00 საათზე, 11:00 საათზე საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და იაპონიის ელჩს შეხვდებიან. 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებული სოციალური მუშაობის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა. 14:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან. 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, მაია გოიკოვიჩის ერთობლივი განცხადება პრესისათვის. 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. 18:00 საათზე, მთავრობის ამინისტრაციის შენობასთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მხარდამჭერი აქცია - „ყველა ერთისთვის“ გაიმართება. 18:30 საათზე, კინოთეატრ ამირანში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის" კინოპრემიერა გაიმართება.
სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ქალბატონი მაია გოიკოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში: 12:00 - დელეგაციის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; 14:00 - გამგზავრება საქართველოს პარლამენტში; 14:15-15:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ ირაკლი კობახიძისა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ქ-ნი მაია გოიკოვიჩის შეხვედრა; 15:00-15:15 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ ირაკლი კობახიძისა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ქ-ნი მაია გოიკოვიჩის ერთობლივი განცხადება პრესისათვის; 18:45 - გამგზავრება საქართველოს საპატრიარქოში; 19:00-19:45 - შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)