13:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 13:07:47, 5115 ნახვა

Lifestyle
ძველი ეგვიპტის განადგურების მიზეზი ცნობილია

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა არქეოლოგიაში და ზოგადად ისტორიაში "ათწლეულის მთავარი აღმოჩენა" გამოაქვეყნა.

მათთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის დაცემა არა ბარბაროსთა ტომების თავდასხმების და მუდმივი ომების, არამედ უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის ბრალია. მეცნიერთა ჯგუფმა ამაზე სტატია ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნა.

ძველი ეგვიპტის სიცოცხლე მდინარე ნილოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. სამშენებლო მასალა, მოსავალი, ეკოლოგია, და რა თქმა უნდა სასმელი წყალი-ეგვიპტელებს ამ ყველაფრით სწორედ ეს მდინარე ასეულობით წლის მანძილზე ამარაგებდა. წელიწადში ერთხელ, ზაფხულის პერიოდში ეთიოპიის მთებში, სადაც ნილოსი საწყისს იღებს, გადაუღებელი წვიმები ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა. ამის გამო მთელი ეგვიპტის ფერდობზე ნილოსი ნაპირებიდან გამოდიოდა და მიწას საჭირო მიკროელემენტებით, ხავსით და წყლით ამარაგებდა. ზუსტად ამიტომ, ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი ნილოსთან ახლოს ჩნდებოდა.

პრობლემების დინასტიის მართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 40-იან წლებში, როცა ეგვიპტეს დედოფალი კლეოპატრა მართავდა, მთელი დედამიწის მასშტაბით ვულკანების ამოფრქვევები ხდებოდა. ჰაერში და შემდეგ ატმოსფეროში გაჟღენთილი მტვერი მზის სხივებისთვის შეუღწევად ღრუბლებს ქმნიდა. აგრეთვე ამ მტვერის "ღრუბლების" არსებობამ წვიმები შეაჩერა, რაც თავის მხრივ, ნილოსის ნაპირებიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. ამ ბუნებრივმა კოლაფსმა ეგვიპტის ეკონომიკური და აგრო-საინჟინრო მოქმედებები შეაჩერა, მოსავალის აღება შეუძლებელი გახდა და ცივილიზაციამ საკუთარი არსებობა შეწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics