07:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 19:05:40, 569 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს შეხვდა.

ნოდარ ხადურმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ADB-ი იჩენს  საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში ხორციელდება პროექტები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: გზების მშენებლობა, წყალმომარაგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი ისეთი გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები როგორიცაა სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო და კანალიზაციის მშენებლობის სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის (მეორე მონაკვეთი) მოდერნიზაციის სამუშაოები,  ანაკლიის ნაპირდაცვის ღონისძებები და სხვა.

დღესვე, ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში, მათ შორის, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics