00:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 19:50:01, 516 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და და საქართველოს შს სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სერგი საცერაძე დამნაშავედ ცნო ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  
გამოძიებით დადგინდა, რომ სერგი საცერაძემ 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში ე.წ „ირინეს ბაღში“, სამსახურებრივი საშტატო „იერიხოს“ მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა მისივე ყოფილი მეუღლე  სალომე ჯორბენაძე.
ს. საცერაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით. იგი დანაშაულის ჩადენის დღეს, 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics