2015-03-28 12:22:25, 1028 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ნატო გაფართოვება თვითმიზანი არაა, ქვეყნებს მასში გაწევრიანება თავად სურთ
ნატო აღმოსავლეთით თავისი ნებით არ ფართოვდება, ქვეყნებს მასში გაწევრიანების სურვილი თავად აქვთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება თვითმიზანი არაა.
„ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება თავად სურთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანება ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა.
„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას არავინ არავის აძალებს. ყველა ქვეყანამ, ვინც ამ სტრუქტურებში გაწევრიანდა, ეს საკუთარი ნებით გააკეთა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან