02:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:36:57, 1443 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავით სერგეენკო: ვქმნით ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი იქნება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კადრების შემცირება მათი უპირველესი ამოცანა არ არის.

სერგეენკო ამბობს, რომ ხელფასი მუშაობის ეფექტურობის მიხედვით გადანაწილდება. ანუ, მინისტრის განმარტებით, ის, ვინც მაღალ შედეგს დადებს, მაღალ ანაზღაურებას მიიღებს, ვინც ნაკლებად ეფექტურად იმუშავებს, სახელფასო ანაზღაურებაც ნაკლები ექნება:

„ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენი შეხედულება  არის ასეთი, რომ ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც თანამშრომელთა მუშაობის პერფომანსის  მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება იქნება. ვფიქრობ -10% ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება.ის, ვინც მაღალ შედეგს დადებს, მათზე არ იმოქმედებს, არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით. ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით გადანაწილება სამართლიანი ხელფასის და არა  მიზანმიმართული შემცირება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics