08:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 16:53:08, 1868 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
კაკაურიძე: ონლაინ სესხის კომპანიები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან

„ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაკაურიძის განცხადებით,  რეგულაციები იმისთვის არის საჭირო, რომ მსესხებელი იყოს დაცული და "100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს".

„რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებს, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება. რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან“ , - აღნიშნა კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics