11:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 11:47:50, 4012 ნახვა

კულტურა
ჯაზის დღესასწაული თიბისი სტატუსისგან!

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი" ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების დაუვიწყარ საღამოებს  თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ. 

თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი დღეს იწყება. 4 დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ჯაზის მსოფლიო ლეგენდებს.

10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.

წელსაც,  ტრადიციულად TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათების მფლობელები ექსკლუზიური ფასით ისარგებლებენ და ისინი კონცერტების ბილეთების შეძენისას 15% და 20%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე:  http://tbilisijazz.com/

 თბილისის ჯაზ-ფესტივალი  პროექტის Check in „Georgia" ფარგლებში ტარდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics