18:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 12:58:58, 1052 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი გვარამიაზე: როგორი გონორით ესაუბრება სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს ამაზრზენია

საქართველოს ყოფილმა პორემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლეებთან საუბრის ტონი დაუწუნა.

მისი თქმით, ამაზრზენია, რომ ნიკა გვარამია მოსამართლეს ”გონორით“ ესაუბრება.

"ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ ესაუბრება და იმის შემდგომ მათი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და მათი განცხადებები. ყველაფერი ფარსია, რა დღეში ყავდათ სასამართლო, ვისაც აგინებენ გასაგებია, გვარამია ვისაც ლანძღავს, აღარ ემორჩილებიან, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ არ ერევა სასამართლოს საქმეებში და არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. მოსამართლეებმა მოახერხეს ბევრმა და თავი დააღწიეს და ნახეთ ლანძღვა გვარამიასი.

ნახეთ, როგორ ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს, მარტო გონორი დაიჭირეთ და შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ და მე მინდა შევახსენო ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ვინც ძალიან მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ "რუსთავი 2"-ის პროცესზე, პროცესი იყო რომ მარტო სასამართლო მიდიოდა, მეტი არაფერი და ორი დაზარალებული მესაკუთრე ედავებოდა საკუთრებას "რუსთავი 2"-ს და როგორ იცავდნენ "რუსთავი 2"-ს, როგორც თავისუფალი სიტყვის ეტალონს და ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს, როგორ იცავდნენ, მოცეკვავეები მიდიოდნენ იქ ძალიან ცნობილი, მწერლები თუ ხელოვნების სხვა მოღვაწეები. ნუ თუ მათ დღეს არ სცხვენიათ?!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics