02:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 10:01:29, 798 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ზუგდიდში „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურში ცეცხლი რეზერვუარში გაჩნდა, რის შემდეგაც ბენზინგასამართ სადგურსა და უკან მდებარე ტერიტორიას მოედო. ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ და მალევე მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics