23:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 14:57:28, 494 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

"თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში ონლაინ ოლიმპიადის, eruditor.ge-ს 2014 წლის შემოდგომის სეზონის  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 

პროექტის გენერალურმა სპონსორმა,  „თიბისი ბანკმა“ გასული სეზონის გამარჯვებულ VIII-XII კლასის 15 საუკეთესო მოსწავლეს ფულადი პრიზები გადასცა. გამარჯვებულები „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, პაატა ღაძაძემ დააჯილდოვა.

ონლაინ-საგანმანათლებლო ტურნირების პორტალის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის შემოდგომის სეზონში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთისათასამდე მოსწავლემ მიიღო, მათგან საუკეთესოები კი რვა ძირითად სასკოლო საგანში ჩატარებული ფინალის შედეგად  გამოვლინდნენ.

ცნობისთვის, Eruditor.ge  სხვადასხვა ტიპის სასკოლო ოლიმპიადებს აერთიანებს.  მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ ოლიმპიადაში, გადაამოწმონ ცოდნა და გამარჯვების შემთხვევაში  სახვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო ვაუჩერერები ან სხვა წამახალისებელი პრიზები მოიპოვონ.

პროექტს გენერალურ სპონსორობას უკვე მეორე წელია „თიბისი ბანკი“ უწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics