22:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:09:18, 719 ნახვა

სხვადასხვა
სასჯელაღსრულებისა სამინისტრომ საბადრაგო ავტომობილების პარკი განაახლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საბადრაგო ავტომობილების პარკი განაახლა. 

სამინისტრომ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ბადრაგირებისთვის განკუთვნილი 11 ახალი ავტომობილი შეიძინა, მათ შორის ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო ავტობუსია, რომლითაც ერთდროულად 18 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.   ახალი საბადრაგო ავტომობილები აღჭურვილია ვიდეომონიტორინგის, ცენტრალური კონდინცირებისა და გათბობის სისტემებით.  

ახალი ავტომობილები დღეს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყება ყოველდღიურად ზრუნავს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე. 

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველდღიურად ზრუნავს, რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია,“ - განაცხადა  ზვიად მიხანაშვილმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics