13:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:34:34, 471 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები „უფასო ფულის“ ინიციატივას განიხილავენ

პარლამენტი დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ  ე.წ „უფასო ფულის“ ინიციატივაზე მსჯელობს.
გოგა ხაჩიძემ პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო დაპირება, გრძელვადიან უფასო ფულის დარიგების თაობაზე გაიხსენა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევაა და ის „ქართული ოცნების“ წინა საარჩევნო დაპირისპირებას ახსენებს.
აღნიშნული კანონპროექტი, ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მხარდაჭერის ახალი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, კერძოდ კი   მათ მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება.  
უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
ასევე ბანკის მიერ თანხის გაცემა შეიძლება  არ უკავშირდებოდეს სამეწარმეო საქმიანობას და ერთიდაიგივე პირს „უფასო  ფულით“ სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics