11:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 17:02:49, 1083 ნახვა

სამართალი
ძმები მიქაძეების სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

ძმები მიქაძეების სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ შსს-ში დაადასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

 ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში ცოტა ხნის წინ იყო. ერთმანეთს ძმები მიქაძეებისა და მოკლული ლევან ჯანგველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებილი ათობით ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებოდა, დაპირისპირებისას დაიმტვრა იქვე მდგარი ავტომობილიც.

ოთხშაბათს, 18 თებერვალს, იყო ბიზნესმენი ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის მორიგი სასამართლო სხდომა. მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

ჯოხაძესა და მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს - ოთხი თვით ადრე მანამ, სანამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დაადანაშაულებდნენ ამავე საქმეში. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. გიორგი მიქაძე „წინასწარ პატიმრობაშია“.

18 თებერვალსვე მიქაძეებსა და ოთარ ფარცხალაძეს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - „ქოლცენტრების სქემასთან“ დაკავშირებით;

დააკავეს „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, რომელსაც ამავე სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics