2015-02-18 16:05:41, 851 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სამთავრობო ძალები დებალცევოს ტოვებენ
უკრაინის სამთავრობო ძალები დებალცევოს ტოვებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საომარი ზონიდან მძიმე ტექნიკის თანხლებით, დაახლოებით 150 ჯარისკაცი გავიდა. სეპარატისტმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ტერიტორიის დატოვებაში ჯარისკაცებს წითელი ჯვარი დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ქვედანაყოფების ნაწილი ნოვო-გრიგორევკას რაიონში კვლავ პრორუსი სეპარატისტების ალყაში რჩებიან.
ამასთან, ოფიციალური კიევი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დებალცევოს ნაწილს პრორუსი მერძოლები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად პრორუს სეპარატისებს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან