22:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 12:37:12, 478 ნახვა

საზოგადოება
შსს: გარდაბანში ცოლად შერთვის მიზნით 19 წლის გოგო გაიტაცეს, იძალადეს - დაკავებულია 3 პირი

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი: 1996 წელს დაბადებული ქ.კ., 1992 წელს დაბადებული ს.კ. და 1997 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი ქალია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.კ.-მ თანამზრახველებთან - ს.კ.-სთან და ე.ბ.-სთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics