00:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 15:10:10, 8212 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 115 სავარაუდო წევრი დააკავეს

თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 100-ზე მეტი სავარაუდო წევრი დააკავეს. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულები შობისა და ახალი წლის ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

სტამბოლის პროკურატურის ცნობით, რეიდები ჩატარდა ქალაქის მასშტაბით 124 მისამართზე, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და "ორგანიზაციული დოკუმენტები" ამოიღეს.

ოფიციალური პირების თქმით, IS-ის მხარდამჭერები აქტიურად გეგმავდნენ თავდასხმებს თურქეთის მასშტაბით, განსაკუთრებით არამუსლიმურ დასახლებებში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად დაკავებულია 115 ეჭვმიტანილი, კიდევ 22 პირის ადგილსამყოფელის დასადგენად კი სამუშაოები გრძელდება.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები კონტაქტში იყვნენ თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics