2016-03-27 16:19:16, 977 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: "ქართული ოცნების" საარჩვნო სიაში ახალი სახეები იქნება
""ქართული ოცნების" საარჩვნო სიაში ახალი სახეები იქნება" – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანვე ახალ სიაში ყოფილი პრემიერების- ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა გამორიცხა.
"ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. პარტიაში, რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება.ახალი სისხლი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ჩვენ რამოდენიმე დღეში ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას",-განაცხადა კალაძემ რუსთავში, სადაც "პარტია ქართული ოცნების" რაიონული საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან