02:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 12:03:45, 5109 ნახვა

საზოგადოება
სეს: საბავშო ბაღ სტარ ბათუმში გამოვლინდა დეზინფექციის პრობლემა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ჩაატარეს ბათუმში, საბავშვო ბაღ სტარ ბათუმში, სადაც გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექციის პრობლემა. ასევე აღმოჩნდა, რომ ის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - სტარ ბათუმი (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე." - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics