|
2025-10-05 00:31:16, 1892 ნახვა
სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. “თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავდა არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირიკიძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)