21:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 18:32:38, 1113 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსა მის მიერვე შერჩეულ ლოკაციაზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულს ბრალდება 18,260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით („მარიხუანის“ უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics