|
2025-05-23 12:26:44, 769 ნახვა
ეკონომიკა
ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე
იმ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, შესაძლებლობა აქვთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება. 30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარით ვებინარს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებებსა და რჩევებს გაგიზიარებენ. ვებინარის ფარგლებში:
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. * შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის გავლის დროს გამოყენებულ მეილზე მიიღებთ. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)