03:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 09:35:12, 1041 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - კურსკში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა

რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წუხელ კურსკზე მტრის მიერ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატის მიზანმიმართული დარტყმების შედეგად, რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, 85 წლის ქალი გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგიონულ მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზეც, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics