00:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 15:13:35, 647 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მიუნხენში მიმდინარე 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან მოშე იალონთან ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები იყო.

კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მზაობა გამოხატეს, რომ ამ მიმართულებით მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ისრაელს შორის გამოცდილების გაზიარებასაც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics