15:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 10:22:40, 438 ნახვა

რეგიონი
შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვანი საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

"შეკრებილ საზოგადოებას ომარ ტაკიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და  პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა მოეწყო.

გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები და გოგონათა ბენდი "117“ მონაწილეობდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შუახევში, სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics