2015-01-28 20:36:56, 467 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა
29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალების განხილვა. ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს კათoლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან