|
2015-06-06 15:22:06, 783 ნახვა
სამხედრო
თანამებრძოლებმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს
ავღანეთში, მოწინავე ბაზა „ორბზე“ მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი კაპელანმა, მამა ზაზამ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში გადაიხადა. ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების თანამებრძოლები დაესწრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დღესვე, დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებრძოლებმა თავდაცვის მინისტრის სახელით თანაგრძნობის წერილები და გვირგვინები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)