14:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 06:56:33, 2755 ნახვა

Lifestyle
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა შეარჩიეს

"Rough Guide"-ის გზამკვლევის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნის სტატუსი შოტლანდიას ერგო. ამის შესახებ გაზეთი "Daily Record" იუწყება.

გამოკითხულთა უმრავლესობამ შოტლანდიას ხმა სწორედ განუმეორებლად ლამაზი, ხელშეუხებელი ბუნების და რელიეფის  მრავალფეროვნების გამო მისცა.

" ჩვენ ძალზედ მოხარულნი ვართ სიახლით, მაგრამ ეს სიურპრიზი იმათთვის უფრო იქნება, ვისაც შოტლანდია ჯერ არ უნახავს",-აღნიშნა შოტლანდიის ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტმა მალკოლმ როხედმა (Malcolm Roughead).

რეიტინგში მეორე ადგილი კანადას, ხოლო მესამე ახალ ზელანდიას ერგო. სამეულში იტალია ვერ მოხდა-ის მეოთხე ადგილზეა, ხუთეულს სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა ხურავს.

ათეულში აგრეთვე ინდონეზია, ინგლისი, ისლანდია და უელსი შევიდნენ.

გზამკვლევი "Rough Guide" 1982 წლიდან გამოდის და დღევანდელი დღის მონაცემებით 200-ზე მეტ ტურისტულ მიმართულებას ფარავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics