2016-05-25 17:34:32, 780 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია
აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალი სეიფელიევის გადაწყვეტილებით, ცნობილ ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს სამი წლით და ექვსი თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯა.
ჟურნალისტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე გათავისუფლდება. მანამდე ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ისმაილოვას შეფარდებული ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ისმაილოვა კორუფციის საქმეებს იძიებდა, ასევე აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუფციულ საქმეებში თანამონაწილეობაზე. გასულ წელს, ჟურნალისტი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან