2015-02-25 16:01:09, 853 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზება იგეგმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზება იგეგმება.
ამის შესახებ ეკონომნიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამინისტროს ადგილას სასტუმრო განთავსდება.
„ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიცვალოდ ადგილი და აქ აშენდეს სასტუმროს დანიშნულების შენობა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრმა სხვა საპრივატიზაციო ობიექტებიც დაასახელა, ესენია: ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთში სამთავრობო აგარაკების ტერიტორია.
კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ობექტეტების პრივატიზებით, მთავრობა 2-3 თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შეძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან