21:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 18:37:03, 738 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას პასუხობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას პასუხობს, რომლებმაც დღეს  მთავრობის აპარატის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტს.

მოსახლეობამ მთავრობის აპარატში სპეციალური განცხადება შეიტანა, რომელშიც მათი მოთხოვნები და ხელმოწერები იყო წარმოდგენილი.

როგორც აჭარის მთავრობის აპარატში აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენელი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს გაეცნო და მათ საპასუხო წერილიც გადასცა.

„აღსანიშნავია, რომ შუახევიჰესის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც, რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის აპარატის განცხადებაში.

ამასთან, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დამატებით იქნება შესწავლილი.

„აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე დღეა დაწყებულია კომისიის შექმნის პროცესი, კომისიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით ოფიციალური წერილები უკვე დაეგზავნა სხვადასხვა უწყებას. კომისიის მუშაოებაში ჩაერთვება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სხვა უწყებების შესაბამისი სპეციალისტები“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics