13:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:15:50, 692 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანი: ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს შსს ებრძვის და არა პარლამენტი

ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს  არ ებრძვის პარლამენტი, მას  შსს ებრძვის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შს მინისტრისადმი მოწოდებას,  რომ  ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები დაიწყოს,  რადგან ერთის მხრივ, ბიძინა  ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. 

წულუკიანის განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს.

"ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის პარლამენტი.ამას ებრძვის შსს და აქედან გამომდინარე,  ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ეს სამინისტრო და არც მთავრობა  საქართველოში არ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,  გაღვივდეს შუღლ,  იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა და მოხდეს არეულობა.  ეს არ მოხდება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics