15:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:24:37, 893 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია უკრაინას უკვე გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულბულია და სათანადო დოკუმენტაცია უკრაინის მხარეს უკვე გადაეცა.

ამის შესახებ თალაკვაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„ელჩმა დაადასტურა რეალურად ის, რაც ჩვენ გუშინ ვთქვით ტელეკომენტარის საშუალებით და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა უკრაინის მხარეს. როგორც ვთქვი, უკვე გადაწყვეტილება ბატონი ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით არის უშუალოდ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის მხარის მისაღები. ჩვენ ვერანაირ ზეწოლას უკრაინაზე ამ კუთხით ვერ მოვახდენთ.  დაველოდებით, როდესაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე პატივს სცემს ნებისმიერ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და მის გადაწყვეტილებას.

„ვიტყვი იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, როგორც საქართველოს მთავრობა. მთავრობის პოლიტიკის სისუსტეს ამას ვერ დავარქმევდი, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერპოლის ვებგვერდი და  ნახოთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით არის ძებნილი  და გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასე რომ ეს არ არის სიახლე. საქართველოსთვის შეიძლება ეს არის  სენსაციური ამბავი, როგორც ერთი ცალკე აღებული შემთხვევა, მაგრამ ინტერპოლისთვის ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics