2020-06-04 15:11:58, 15760 ნახვა
Lifestyle
ლეგანდარული როკ მუსიკოსი სიუზი კუატრო 70 წლის გახდა
ლეგანდარული როკ მუსიკოსი სიუზი კუატრო 70 წლის გახდა. პირველი ბას გიტარისტი ქალი, იუბილეს ზუმში გამართული კონცერტით შეხვდა, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა უყურა.
მუსიკოსმა გასულ წელს ახალი ალბომიც გამოუშვა. ის კვლავ ფორმაშია და კონცერტებს რამდენიმე ათწლეულია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ცოცხალ მანერაში აძლევს.
სუზი კუატრო იყო პირველი ბას-გიტარისტი ქალი, რომელიც როკ-მუსიკის ვარსკვლავად იქცა. ითვლება, რომ ამან გავლენა იქონია და გარღვევა მოახდინა როკ-მუსიკაში ქალების დამკვიდრების მხრივ.
როკ ლეგენდამ კარიერის განმავლობაში 50 მილიონი ალბომი გაყიდა, მისი დუეტი კრის ნორმანთან Stumblin' ყველა დროის საუკეთესო ჰიტად იქცა. კუატროს ჰიტებს Can The Can და Devil Gate Drive დღესაც უსმენენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,