10:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 15:44:07, 983 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა ხელს არ შემიშლის, საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოში ბრძოლა გავაგრძელო

„პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა არ შემიშლის ხელს საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოში ბრძოლა გავაგრძელო“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე და პრეზიდენტს საყდრისის თემაზე არ გვისაუბრია, მე მაქვს ჩემი პირადი პოზიცია, ამ საკითხზე. პირადად მაქვს სარჩელი შეტანილი და ჩემი მრჩევლად დანიშვნა არ შემიშლის ხელს იმაში, რომ სასამართლოში ამ საკითხზე ბრძოლა გავაგრძელო. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას არ უკავშირდება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ კოჟორიძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის საკითხს, კოჟორიძის თქმით, ეს თანამდებობა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ამასთან, კოჟორიძის განმარტებით, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებს ეხება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მას საერთო ხედვები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე კახა კოჟორიძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომავალი თანამშრომლობა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics