22:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 18:48:44, 1144 ნახვა

სამხედრო
ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი დღეს დასრულდა. დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობოდნენ. ვიზიტის დასასრულს, შეფასების პირველადი შედეგები ჯგუფმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილს წარუდგინა.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია, სასროლეთი და პოლიგონის სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს. დელეგაცია ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ შესაძლებლობებსაც გაეცნო.  შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და  პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics