21:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 10:27:39, 3252 ნახვა

სამართალი
გორში 46 წლის კაცმა არასრულწლოვანი გააუპატიურა

გორში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის  გაუპატიურების ბრალდებით 46 წლის კაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლმა, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტყის მასივში, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics