19:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 21:33:14, 2628 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება

" სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება", -  წერს პატიმრობაში მყოფი დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. 

ივანიშვილს რომ რუსული დიქტატურა უნდა, ეს ვიცით. როგორც მინიმუმ, 29 აპრილიდან. შესაბამისად, რუსული რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკოსების დევნა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

ამასათანავე, მოდი, გავცდეთ იმას, რა უნდათ რუსებს და შევაფასოთ რეალურად რა გამოსდით, რა ხდება მათ თავს. ეს ყველაფერი თავად აღიარეს და ისედაც ჩანს:

- მათ ეშინიათ პროტესტის - ვერ მოერივნენ და ვერც მოერევიან.
- მათ ეშინიათ არალეგიტიმურობის - ვერ მოგვერივნენ, ვერ მოგვერევიან.
- მათ ეშინიათ სანქციების - კიდევ უფრო მეტს მიიღებენ
- მათ ეშინიათ სინდისის პატიმრების - ვერ გატეხეს.
- მათ ეშინიათ თავისუფალი მედიის - ვერ გააჩერეს (მზია ყოველ დღე ახალ ჯილდოს იღებს).
- მათ ეშინიათ არასამთავრობოების - ვერ გატეხეს და გააჩუმეს.

ამიტომ რეალობა არის არა დიქტატურის დამკვიდრება, არამედ დიქტატურის დამკვიდრების ნევროზული ისტერიული მცდელობა.

სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება!

ბოლომდე! - წერს ელენე ხოშტარია.

 6 ნოემბერს პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics