17:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 21:49:49, 1957 ნახვა

კომენტარი
იუკნევიჩიენე - მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება

მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

„ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნამდვილი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები არიან. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ჩვენს კანდიდატურას, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი“ ისინი იმ კოლონიური იმპერიალისტური ბოროტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც ევროპის დანარჩენ კონტინენტს ემუქრება. ჩვენი წამოყენებული კანდიდატურა სიგნალია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც სახაროვის პრემიის ლაურეატი ჯერ არ ჰყოლია. ეს წინადადება მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, ხოლო ჩვენთვის, ევროპისთვის, ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება უმნიშვნელოვანესია. მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ამას ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ჩვენთვის კი შეიძლება ეს ის მუხტი გახდეს, რომ იმის დასაცავად, რისთვისაც ისინი იბრძვიან და ასევე, ჩვენ ვიბრძვით, უფრო მეტი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics