17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 14:20:23, 2485 ნახვა

კომენტარი
კონგრესმენი ჯო უილსონი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა საფრთხის ქვეშაა, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს

აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი გადაწყვეტილების გამო, რომ სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტის მშენებლობა ჩინურ კომპანიებს მიანდოს. მან X სოციალურ ქსელში დაწერა:

„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავის პროპაგანდისტულ სადგურზე ამაყობს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ეძებს. ჩინეთი ცდილობს აშშ-ს შუა დერეფნიდან გამორიცხვას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დიდი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს!“

14 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო გარემო, სექტორის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics