17:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 16:00:32, 2460 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში მიკროავტობუსზე თავდასხმაზე - რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად მიკროავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

„გუშინ, ისევე როგორც ამ ომის ნებისმიერ სხვა დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა იყო, თუმცა რუსეთს მკვლელობების გაგრძელება სურს. მკვლელობების დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, მკაცრი სანქციებისა და ძლიერი ზეწოლის გარეშე რუსეთი რეალური დიპლომატიის გამოყენებას არ დათანხმდება.

„გუშინ სტამბოლში, ყველამ იხილა სუსტი და მოუმზადებელი რუსეთის დელეგაცია მნიშვნელოვანი მანდატის გარეშე. ეს უნდა შეიცვალოს. ომის დასასრულებად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics