|
2024-12-25 23:45:48, 1438 ნახვა
სხვადასხვა
არსებული ვერსიით, ავიალაინერს Embraer E190AR გროზნოს თავზე, რუსმა მეზენიტეებმა Pantsir-s1-ის ტიპის საზენიტო სისტემის რაკეტა გაარტყეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიალაინერს გროზნოს თავზე, რუსმა მეზენიტეებმა Pantsir-s1-ის ტიპის საზენიტო სისტემის რაკეტა გაარტყეს, რადგან პარალელურად უკრაინელების მიერ დრონებით შეტევა მიმდინარეობდა გროზნოში და მეზემიტეებმა ვერ გაარჩიეს სამოქალაქო თვითმფრინავი, შემდეგ, თავდასხმის საფრთხის გამო დაზიანებული ბორტი არც მახაჭკალის(დაღესტანი) აეროპორტში მიიღეს და გეზი აიღო ყაზახეთის ქ.აქტაუს მიმართულებით, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავაციის ექსპერტები ამბობენ რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ გროზნოს თავზე დააზიანა თვითმფრინავი (ნამსხვრევების კვალი აშკარად ატყვია კორპუსს), რომელიც ქ. მახაჩკალასკენ წავიდა. მიხვდნენ რა შეცდომას, უფლება არ მისცეს რუსეთში დამჯდარიყო და პილოტები იძულებულები გახდნენ ყველაზე ახლო აეროპორტისკენ, კერძოდ ყაზახეთის ქ. აქტაუსკენ გაფრენილიყვნენ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) Embraer E190AR 25 დეკემბერს დილით, დასავლეთ ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი რუსი რუსეთის კიდევ ცხრა მოქალაქე გადარჩა ავარიას. 29 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრიდან სამი, გადაიყვანეს საავადმყოფოებში. ავარიის ადგილზე შავი ყუთი იპოვეს . ის გამომძიებლებს გადასცეს, განაცხადა ყაზახეთის მთავარმა სატრანსპორტო პროკურორმა ტიმურ სულეიმანოვმა ბრიფინგზე. სტიქიის შემსწავლელ კომისიას ყაზახეთის ვიცე-პრემიერი კანატ ბოზუმბაევი ხელმძღვანელობდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ არის გამოცხადებული. Aktau-ში ჩამოვარდნილი Embraer-ის კანზე ჩანს კვალი რაც მსგავსია რაკეტის დამაზიანებელი ელემენტების დაზიანებისგან. სად შეიძლებოდა მომხდარიყო თავდასხმა თვითმფრინავზე, წაიკითხეთ ჩვენს ანალიზში აზერბაიჯანის ავიახაზებმა შეაჩერა ფრენები ბაქოდან გროზნოსა და მახაჩკალაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების დასრულებამდე.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)